როგორ მუშაობს ფასები ბიზნესისთვის ფილიალები კითხვები აპის ჩამოტვირთვა

Autopassბიზნესისთვის

კომპანიის ყველა მანქანა ერთ ანგარიშზე. მძღოლი ფილიალში კომპანიის QR კოდს აჩვენებს, მენეჯერი ასკანერებს და მანქანა ირეცხება.

დაითვალეთ ავტოპარკისთვის

როცა რეცხვებს კომპანია იხდის

12მანქანა
₾1 122 / თვე
კორპორატიული −15% ₾1 320
  • ყოველ მანქანას კომპანიის QR კოდი აქვს, რომელიც თავისით ახლდება
  • ფილიალში მენეჯერი ხედავს, რამდენი რეცხვა დარჩა მანქანას და კომპანიას
  • ნებისმიერ მანქანას დაბლოკავთ და მისი QR კოდი მაშინვე წყვეტს მუშაობას
  • ფასს ავტოპარკის ზომის მიხედვით ვათანხმებთ

მოთხოვნა ბიზნესისთვის

მენეჯერი დაგიკავშირდებათ და ფასს ავტოპარკის ზომის მიხედვით შეგითანხმებთ.

ორი მოდელი

თქვენ წყვეტთ, ვინ იხდის რეცხვის საფასურს: კომპანია თუ მძღოლი.

მოდელი 1

რეცხვები კომპანიის ხარჯზე

კომპანია ყიდულობს რეცხვებს და ანაწილებს მანქანებზე. მძღოლი ფილიალში არაფერს იხდის.

  • მძღოლი აპში ხედავს, რამდენი რეცხვა დარჩა მანქანას
  • მენეჯერი ხედავს მანქანისა და კომპანიის ნაშთს
  • როცა რეცხვები ამოიწურება, QR კოდი აღარ მუშაობს
დარჩენილია 3 რეცხვა კომპანიას დარჩა 41 რეცხვა კომპანიის მანქანა
მოდელი 2

ფასდაკლება მძღოლებისთვის

კომპანია წინასწარ არაფერს იხდის. მძღოლი რეცხვის საფასურს ფილიალში იხდის, უკვე ფასდაკლებით.

  • ფასდაკლების პროცენტი ძარის ტიპის მიხედვით თანხმდება
  • მძღოლი აპში წინასწარ ხედავს, რამდენს გადაიხდის
  • ფასდაკლება მხოლოდ კომპანიის მანქანებზე მოქმედებს
სედანი ₾17₾20 სრული ფასი ₾20 · ფასდაკლება 15%

როგორ ვიწყებთ

მოთხოვნიდან პირველ რეცხვამდე სამი ნაბიჯია.

შეთანხმება
მანქანების დამატება
რეცხვა ფილიალში

ვირჩევთ მოდელს და ფასს ავტოპარკის ზომის მიხედვით ვათანხმებთ.

კომპანიის მანქანებს სისტემაში ვამატებთ და თითოეული თავის QR კოდს იღებს.

მძღოლი აჩვენებს კოდს, მენეჯერი ასკანერებს და რეცხვას ადასტურებს.

კითხვები ბიზნესისთვის

დაიწყეთ ერთი მოთხოვნით

დატოვეთ ნომერი და მენეჯერი დაგიკავშირდებათ.

მოთხოვნის გაგზავნა